Sunday, December 18, 2016

დ ღ ე    მ ე ც ხ რ ე

დასრულდა ინტელის მესამე დონე. დღეს გავაკეთეთ პრეზენტაცია. დიდი მადლობა ბატონ დავითს, ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

Saturday, December 17, 2016

დ ღ ე   მ ე რ ვ ე

განვიხილეთ შესასრულებელი დავალებები.  ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა დავამატოთ ჩვენს ბლოგზე ღილაკი და როგორ განვათავსოთ პროექტთან დაკავშირეული მოგროვილი მასალები და დავალებები, ასევე ვისწავლეთ ვიდეოს ბლოგზე განთავსება. საინტერესო იყო.

Sunday, December 11, 2016

დ ღ ე  მ ე შ ვ ი დ ე

გავეცანით შეფასების ფორმებს. განვიხილეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი. ასევე ვისწავლეთ , თუ როგორ უნდა შევადგინოთ მოსწავლეებისთვის პროექტთან დაკავშირებული კითხვარის ჩეკლისტი.

Saturday, December 10, 2016

დ ღ ე  მ ე ე ქ ვ ს ე                                                          

დასაწყისში მიმოვიხილეთ შესასრულებელი დავალებები. iq-test.cc საიტზე გავაკეთეთ ტესტი. გავეცანით კონელის კითხვარს, სადაც განვიხილეთ ჰოვარდ გარდნერის 8 ძირითადი ტიპის ინტელექტი. გავაკეთეთ პრაქტიკული სამუშაოც.გავიმეორეთ powerpointshi მუშაობა. ვისწავლეთ საქაღალდეების გაზიარება და მათი ბლოგზე განთავსება. საინტერესო იყო ძალიან, ვინაიდან ბევრი ახალი რამ ვისწავლე.

Sunday, December 4, 2016

დ ღ ე   მ ე ხ უ თ ე
დღეს გავეცანით აქტივობებს მოსწავლეთა დასაჯგუფებლად. მომეწონა მისალოცი ბარათების დაწყვილება და პასტელების ჯადოქრობა. ასევე განვიხილეთ საავტორო უფლებების ქაოსი. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ტესტიც. გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს -MLA და APA ფორმატს. გამოყენებული ლიტერატურის მარტივ შაბლონს. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებს და მეთოდებს. გავაკეთეთ პრაქტიკული სამუშაოც. საინტერესო იყო.

Saturday, December 3, 2016

დ ღ ე   მ ე ო თ ხ ე

საინტერესო დღე იყო. ვისაუბრეთ drive  ზე როგორ განვათავსოთ მასალები. შევინახე ჩემს მიერ მომზადებული სიგელი, მოსაწვევი ბარათი და ბროშურა. ვისწავლეთ კითხვარების მომზადება და  საქაღალდის შექმნა.

Friday, November 25, 2016

დ ღ ე  მ ე ს ა მ ე
                                                                                                                             
გავეცანი სასწავლო პროექტის დაგეგმვისთვის დამატებით რესურსებს. გავაკეთე სიგელი.საინტერესო იყო. დიდი მადლობა ბატონ დავითს ყურადღებისა და დახმარებისთვის.